შიდა წესები
აბონემენტები
Exotic და Basic ტარიფის აბონემენტები მოქმედებს ერთი კალენდარული თვის განმავლობაში პირველი გაკვეთილის ჩატარების თარიღიდან.
აბონემენტი ავტომატურად აქტიურდება პირველ ვიზიტზე ან გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში, თუმცა არა შეძენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
აბონემენტის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო ან ავადმყოფობის ცნობის  წარდგენის შემთხვევაში.
შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 კალენდარულ დღეს.
აბონემენტები მოქმედებს მხოლოდ 100%-იანი წინასწარი გადახდის შემთხვევაში.
აბონემენტები არ გაიცემა განვადებით ან ნაწილობრივი გადახდით.
გადახდილი და გააქტიურებული აბონემენტები არ ექვემდებარება გადაცემას მესამე პირებზე ან თანხის დაბრუნებას.

ინდივიდუალური გაკვეთილები
ინდივიდუალური გაკვეთილები ტარდება მხოლოდ 100%-იანი წინასწარი გადახდით.
გაკვეთილის დროისა და ღირებულების შეთანხმება ხდება მხოლოდ სტუდიის ადმინისტრატორთან. გაკვეთილის გაუქმება ან გადატანა შესაძლებელია გაკვეთილის დაწყებამდე მხოლოდ 24 საათით ადრე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება.

გაკვეთილზე ჩაწერა
გაკვეთილზე წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა.
გაკვეთილზე ჩაწერა შესაძლებელია 4places აპლიკაციის საშუალებით (თვითჩაწერა) ან სტუდიის ადმინისტრატორთან დაკავშირებით Instagram-ის ან WhatsApp-ის პირადი შეტყობინებების მეშვეობით.

გაცდენილი გაკვეთილები
გაკვეთილზე ჩაწერის გაუქმება შესაძლებელია გაკვეთილის დაწყებამდე 24 საათით ადრე.
აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში გაკვეთილი ავტომატურად იწერება გაცდენილად.
თუ აცნობიერებთ, რომ ვერ შეძლებთ გაკვეთილზე დასწრებას ან ძელის დაქირავებას გაუქმების ვადის გასვლის შემდეგ, გირჩევთ ამის შესახებ შეგვატყობინოთ ტელეფონით ან Instagram-ის პირადი შეტყობინებით.
თუ გაუქმების ვადის გასვლის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძენით და ვერ დაესწარით გაკვეთილს, გთხოვთ, 24 საათის განმავლობაში წარმოადგინოთ სამედიცინო ცნობა გაცდენის მიზეზის მითითებით, გაკვეთილის აღდგენის მიზნით.

ვარჯიშისთვის მომზადება
ვარჯიშის დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. თუ თქვენთვის ცნობილია რაიმე სამედიცინო უკუჩვენება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვა, გთხოვთ ამის შესახებ წინასწარ აცნობოთ ინსტრუქტორს.
ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია ხელებიდან და ფეხებიდან ყველა სახის სამკაულისა და ნებისმიერი მეტალის ნივთის მოხსნა, რომელიც შეიძლება დააზიანოს აღჭურვილობა ან გამოიწვიოს კანის დაზიანება.
სავარჯიშო ან საცეკვაო დარბაზში ქუჩის ფეხსაცმლით შესვლა აკრძალულია.
ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ვარჯიშზე დასწრება მკაცრად აკრძალულია.
ავადმყოფობის მდგომარეობაში ვარჯიშზე დასწრება არ არის რეკომენდებული.
გაკვეთილზე დასწრებამდე კლიენტი ვალდებულია დამოუკიდებლად გაეცნოს და დაიცვას უსაფრთხოების წესები (უსაფრთხოების წესები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://labo.ge/safety_rules).
18 წლამდე ასაკის პირები დაიშვებიან ჯგუფურ, ინდივიდუალურ ან დამოუკიდებელ ვარჯიშებზე მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
კლიენტი აცნობიერებს და სრულად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობასა და ვარჯიშებში მონაწილეობის შესაძლო შედეგებზე.

პირადი ნივთების წესები
ვარჯიშის დროს რეკომენდებულია პირადი ნივთების შესანახად ინდივიდუალური საკეტის გამოყენება.
სტრიპები ან საცეკვაო ფეხსაცმელი შეგიძლიათ დატოვოთ ამისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე.
სტუდიის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს დაუცველად დატოვებულ ნივთებზე.
სტუდიის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს პირად ნივთებზე, რომლებიც დატოვებულია ზედამხედველობის გარეშე.

ვარჯიშის დასრულება
ვარჯიშის დასრულების შემდეგ კლიენტი ვალდებულია გამოყენებული ინვენტარი სათანადო მდგომარეობაში დააბრუნოს მის
განკუთვნილ ადგილზე (ძელის გარდა).
მოჭიდების საშუალებების გამოყენების შემთხვევაში სავალდებულოა აღჭურვილობის საფუძვლიანი გაწმენდა.

გაკვეთილების გაუქმება, განრიგის ცვლილება, ინსტრუქტორის შეცვლა
ჩაწერის არარსებობის შემთხვევაში გაკვეთილის გაუქმება:
•დღის ჯგუფებისთვის ხდება წინა დღის 22:00 საათზე;
•საღამოს ჯგუფებისთვის — მიმდინარე დღის 13:00 საათზე.
 საჭიროების შემთხვევაში  სტუდიას უფლება აქვს განახორციელოს ცვლილებები გაკვეთილების განრიგში.
სტუდიის ან ინსტრუქტორის მიზეზით გაუქმებული გაკვეთილები არ ჩამოიჭრება აბონემენტიდან ან აღდგება ჩამოჭრის შემთხვევაში.
თუ კლიენტი ჩაწერილი იყო სტუდიის მიერ გაუქმებულ გაკვეთილზე, აბონემენტი გაგრძელდება ამავე ინსტრუქტორისა და მიმართულების მომდევნო გაკვეთილამდე.
ინსტრუქტორის არყოფნის შემთხვევაში სტუდია უზრუნველყოფს შემცვლელ ინსტრუქტორს. აღნიშნული გაკვეთილი ჩაითვლება ჩატარებულად და არ ექვემდებარება აღდგენას.

დარბაზის ქირაობა
დარბაზის ქირაობა იყოფა ერთჯერად ან გრძელვადიან ქირაობად.
ერთჯერადი ქირაობა —დარბაზის ქირაობა ერთი გაკვეთილით 3 საათამდე.
გრძელვადიანი ქირაობა - დარბაზის ქირაობა ერთ დღეზე მეტი ვადით ან 3 საათზე მეტი ხნით.
ერთჯერადი ქირაობა საჭიროებს 100%-იან წინასწარ გადახდას. სრული გადახდის შემდეგ, არჩეულ დროსა და თარიღზე ფიქსირდება ჯავშანი. ერთჯერადი ქირაობის გაუქმება ან გადატანა შესაძლებელია ადმინისტრატორის შეტყობინებით (Instagram ან WhatsApp) არაუგვიანეს 72 საათით ადრე ქირაობის დაწყებამდე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება.
გრძელვადიანი ქირაობისთვის საჭიროა 100%-იან ან 50%-იან წინასწარი გადახდა,წინააღმდეგ შემთხვევაში ჯავშანი არ დაფიქსირდება. დარჩენილი 50% უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს 24 საათით ადრე ქირაობის დაწყებამდე.
გრძელვადიანი ქირაობის გაუქმება ან გადატანა თანხის დაბრუნებით შესაძლებელია ადმინისტრატორის ინფორმირებით არაუგვიანეს 3 კვირით ადრე ქირაობის დაწყებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება და დარბაზის ქირაობა არ გადაიტანება.
ქირაობის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალი დროის არსებობისა და ადმინისტრატორის თანხმობის შემთხვევაში.
დარბაზის დაქირავების დროს, კლიენტი, რომლის სახელზეც ხდება დაქირავება, პასუხისმგებელია სისუფთავისა და წესრიგის დაცვაზე, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ყველა მონაწილესთვის. კლიენტი სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს დარბაზისა და ინვენტარის დაზიანებაზე.

ძელის ქირაობა
ძელის ქირაობაზე წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა.
ძელის ქირაობის შემთხვევაში აუცილებელია  წინასწარი გადახდა, უნდა განხორციელდეს ვარჯიშის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდია ვერ უზრუნველყოფს არჩეული დროის მომსახურების გაწევას.
ძელის ქირაობა განკუთვნილია მხოლოდ დამოუკიდებელი ვარჯიშისთვის და არ შეიძლება გამოყენებული იყოს კომერციული გადაღებებისთვის ან სხვა კომერციული საქმიანობისთვის.
ერთ ძელზე ვარჯიში შეუძლია მხოლოდ ერთ მონაწილეს, თუმცა ერთ მონაწილეს შეუძლია იქირავოს რამდენიმე ძელი.
ძელის ქირაობის გაუქმება შესაძლებელია ვარჯიშის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება და მომსახურება ითვლება გაწეულად.
კლიენტი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას უსაფრთხოების წესები ვარჯიშის დროს.
კლიენტი სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს დაქირავებული დარბაზისა და ინვენტარის დაზიანებაზე.

ქცევის კოდექსი
სტუდიის თითოეული ვიზიტორი ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და ქცევის ნორმები, გამოიჩინოს პატივისცემა სხვა ვიზიტორების, პერსონალისა და ინსტრუქტორების მიმართ და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომელიც  სხვებს შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს .
აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში სტუდიაში შესვლა შეიძლება შეიზღუდოს. 
სტუდიაში შინაური ცხოველების მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ სტუდიის ადმინისტრაციის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) თანხმობით.
დისკრიმინაციის, არაკორექტული ან უხეში ქმედების შემთხვევაში გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ სტუდიის ადმინისტრატორს.

ფოტო და ვიდეო გადაღება
სტუდიაში ყოფნისას, გაკვეთილებისა და ღონისძიებების დროს შესაძლებელია ფოტო და ვიდეო გადაღება.
სტუდიას აქვს უფლება გამოიყენოს კლიენტების მონაწილეობით მიღებული ფოტო და ვიდეო მასალები, საკუთარი საინფორმაციო და სარეკლამო მიზნებისთვის, მათ შორის ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებსა და სარეკლამო მასალებში, დროისა და ტერიტორიის შეზღუდვის გარეშე.
სტუდიის მომსახურების გამოყენებით კლიენტი  კლიენტი ეთანხმება შესაძლო მოხვედრას ფოტო და ვიდეო მასალებში.
თუ კლიენტს არ სურს მონაწილეობის მიღება ფოტო ან ვიდეო გადაღებაში, იგი ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ აცნობოს ადმინისტრატორს ან ინსტრუქტორს გაკვეთილის დაწყებამდე.

სტუდიის ვიზიტორთა უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად, სტუდიის ადმინისტრაციას უფლება აქვს უარი თქვას მომსახურებაზე, მიზეზის განმარტების გარეშე.

სტუდიის მომსახურების გამოყებებით, გაკვეთილზე ჩაწერით, აბონემენტის შეძენით ან სტუდიის მომსახურებით სარგებლობით, კლიენტი ადასტურებს, რომ გაეცნო, გაიგო და ეთანხმება აღნიშნულ წესებს.

ბოლო რედაქციის თარიღი: 15 იანვარი, 2026

Made on
Tilda