ტექნიკის უსაფრთხოების წესები
- ჯანმრთელობის მდგომარეობა: ვარჯიშის დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. თუ გაქვთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა, გთხოვთ აცნობოთ ინსტრუქტორს გაკვეთილის დაწყებამდე.
- სიმთვრალე: ვარჯიშზე დასწრება აკრძალულია ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.
- ვარჯიშის დღე: ძელზე ვარჯიშის დღეებში არ არის რეკომენდებული სოლარიუმში ყოფნა, მასაჟის სეანსებზე დასწრება ან ლოსიონების/კრემების გამოყენება
- მწვრთნელის ყოფნა: დარბაზში შესვლა დაშვებულია მხოლოდ მწვრთნელის თანდასწრებით, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ხდება ძელის ან დარბაზის გაქირავება დამოუკიდებელი ვარჯიშებისთვის.
- დაგვიანება: თუ მოსწავლე დააგვიანებს, მან ვარჯიში უნდა დაიწყოს სრული გახურებით. გახურების გამოტოვების შემთხვევაში, მწვრთნელს აქვს უფლება უარი თქვას მოსწავლის შემდგომ გაკვეთილში მონაწილეობაზე, კომპენსაციის გარეშე.
- საღეჭი რეზინა: ვარჯიშის დროს აკრძალულია საღეჭი რეზინის, კანფეტების ან რაიმე საკვების მიღება.
- სამკაულები: ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად მოიხსენით სამკაულები ხელებიდან და ფეხებიდან, ასევე ნებისმიერი მეტალის ნივთი, რომელიც შეიძლება დააზიანოს ინვენტარი ან გამოიწვიოს ტრავმა.
- მშრალი იატაკი: ვარჯიშის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ძელისა და სხვა ინვენტარის გარშემო იატაკი მთლიანად მშრალია. სველი იატაკის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ მწვრთნელს ან ადმინისტრატორს.
- ინვენტარის შემოწმება: ძელის ან სხვა აღჭურვილობის გამოყენებამდე შეამოწმეთ მისი ტექნიკური მდგომარეობა. ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ინსტრუქტორს
- ჩასაჭიდი საშუალებები: დაშვებულია ჩასაჭიდი საშუალებების (grip aid) გამოყენება ძელზე. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ძელი საფუძვლიანად უნდა გაწმინდოთ აღნიშნული საშუალებებისგან
- ვარჯიშის დაწყება: ელემენტების შესრულება დაიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინსტრუქტორი ახსნის მათ ტექნიკას.
- ინსტრუქციების დაცვა: ყურადღებით მოუსმინეთ მწვრთნელს და ზუსტად შეასრულეთ ყველა მითითება.
- უსაფრთხო მანძილი: ჯგუფური გაკვეთილების დროს აუცილებელია უსაფრთხო მანძილის დაცვა სარკეებიდან, კედლებიდან და სხვა მონაწილეებისგან, ტრავმების თავიდან ასაცილებლად.
- აკრძალული მოქმედებები: აკრძალულია სარკეებზე დაყრდნობა ან შეხება, მათზე ნებისმიერი საგნის მიმაგრება (მათ შორის ტელეფონების მისაბმელებით და სხვა აქსესუარების), აგრეთვე მოსახსნელი აღჭურვილობის თვითნებურად დაყენება ან მოხსნა.
- პროგრამის მიღმა ელემენტები: აკრძალულია იმ ელემენტების შესრულება, რომლებიც არ შედის მიმდინარე გაკვეთილის პროგრამაში ან არ არის ახსნილი მწვრთნელის მიერ.
- უსიამოვნო შეგრძნებები: თუ ვარჯიშის დროს თავს ცუდად გრძნობთ, გაქვთ თავბრუსხვევა ან სხვა დისკომფორტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ინსტრუქტორს ან ადმინისტრატორს და შეწყვიტეთ ვარჯიში.
- მატების გამოყენების აუცილებლობა: ახალი ელემენტების სწავლებისას, სიმაღლიდან ტრიუკებისა და ნებისმიერი მოძრაობის შესრულებისას, რომელსაც ახლავს დაცემის რისკი, სავალდებულოა დაცვის (crash) მატის გამოყენება. ინსტრუქტორს უფლება აქვს აკრძალოს ელემენტის შესრულება მატის გარეშე.
- ძელის ან დარბაზის გაქირავება: ძელის ან დარბაზის გაქირავებისას დამოუკიდებელი ვარჯიშების დროს უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მოიჯარეს.
- სტუდიის მაქსიმალური ტევადობა: სტუდიაში ერთდროულად ყოფნა ნებადართულია არაუმეტეს 35 ადამიანისა (მათ შორის ინსტრუქტორებისა და პერსონალის). ადმინისტრატორს ან ინსტრუქტორს უფლება აქვს შეზღუდოს შესვლა, თუ დადგენილი ლიმიტი გადაჭარბებულია, უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად.
- პასუხისმგებლობა: სტუდია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ტრავმებზე, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს უსაფრთხოების წესების დარღვევით.
რედაქტირებულია 2026 წლის 12 იანვარს