ჰიპ ჰოპი
ენერგიული, რითმული და ცოცხალი — ჰიპ-ჰოპი არის ცეკვა თავისუფლების, თვითგამოხატვისა და შინაგანი ძალისთვის. ის გაჩნდა ქუჩაში და გადაიქცა კულტურად, სადაც ყველას შეუძლია ის ვინც არის . გაკვეთილებზე ვსწავლობთ საბაზისო მოძრაობებს, რიტმულობას, ტექნიკას ადა ქორეოგრაფიას სხვადასხვა სტილში — როგორც old school-ში, ისე თანამედროვე commercial მიმართულებებში.

სარგებელი:
  • რიტმის შეგრძნების, კოორდინაციისა და მუსიკალურობის განვითარება
  • გამძლეობის, ძალისა და სხეულის მოძრაობის გაუმჯობესება
  • თავდაჯერებულობის ამაღლება მოძრაობითა და იმპროვიზაციით
  • განთავისუფლება და თვითგამოხატვა ცეკვის მეშვეობით
  • გუნდური მუშაობა და შთამაგონებელი ატმოსფერო

ჰიპ-ჰოპი ყველასთვისაა, ვისაც სურს იცეკვოს თავისუფლად, თამამად და ხასიათით. გამოცდილების მიუხედავად, აქ მიიღებ ენერგიას, გაიძლიერებ სხეულს და აღმოაჩენ შენს უნიკალურ სტილს.
მასწავლებლები
ივა
ენები: ქართული, ინგლისური
მე ვარ ივა თბილისიდან — მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ვფლობ რვაწლიან გამოცდილებას ჰიპ-ჰოპში, ბალეტში, ქონთემპორარიში და ქუსლებზე ცეკვაში. მაქვს მონაწილეობა მიღებული კონცერტებში, მუსიკალურ ვიდეოებში და ტელეშოუებში. ახლა კი ვასწავლი commercial/hip-hop ქორეოგრაფიას და ვეხმარები სტუდენტებს ტექნიკის, თავდაჯერებულობისა და სცენური მომხიბვლელობის განვითარებაში.
დაშა
ენა: რუსული
მე ვარ მოცეკვავე და მასწავლებელი, სპეციალიზირებული ქალის ჰიპ-ჰოპში — ენერგიული ჰიპ-ჰოპისა და ფემინური, ექსპრესიული სტილის შერწყმაში. ჩემი გაკვეთილები ფოკუსირებულია სხეულის შეგრძნებაზე, მუსიკალურობაზე, თვითგამოხატვაზე და სივრცის შექმნაზე, სადაც შეგიძლია მოძრაობაში იპოვო სიხარული. მოდი ვიცეკვოთ, ვისწავლოთ და გავიზარდოთ ერთად!
კატია
ენა: რუსული, ინგლისური
მე ვასწავლი Girly Choreo-სა და Mobility-ს და ცეკვით უკვე 20 წელზე მეტია ვარ დაკავებული. ექვსი წლის განმავლობაში პროფესიონალ მოცეკვავედ ვმუშაობდი Todes-ის ბალეტში. ამ დროის განმავლობაში გასტროლებზე ვმონაწილეობდი, საერთაშორისო საცეკვაო პროექტებში ვიღებდი მონაწილეობას და საკრუიზო გემზე ვმუშაობდი. ჩემს გაკვეთილებზე ვცდილობ დაგეხმაროთ არა მხოლოდ ტექნიკის დაუფლებაში, არამედ თავდაჯერებულობის გაზრდაში, თქვენი სხეულის შესაძლებლობების აღმოჩენასა და მოძრაობის სიხარულის შეგრძნებაში.
Made on
Tilda